სიახლეები

თბილისის მერია

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს...

fdfffd.jpgდედაქალაქის მერი კახა კალაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილე პატარებს საჩუქრები გადასცა და მათ დედაქალაქის მერიისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

„დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ჩვენც მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას დაუნის სინდრომთან დაკავშირებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანს თანაბარი საარსებო პირობები ჰქონდეს. „მზის შვილებმა“ არაერთი მაგალითი გვაჩვენეს, თუ როგორ უნდა იყვნენ წარმატებული, რისთვისაც თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ მერიისგან შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე დაესწრნენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

                                

vv.jpg

 

იმამავე დღეს აღინიშნებოდა ცნობილი მუსლიმანური დღესასწაული, სახელწოდებით "ნოვრუზ ბაირამი" თბილისის მერი კახა კალაძე მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ მუსლიმებს რელიგიური დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს.

„მინდა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მივულოცო ჩვენ მუსლიმ ძმებს, ჩვენ თანაქალაქელებს. თბილისი სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების მართლაც საუკეთესო მაგალითია. ჩვენ ჭირშიც, ლხინშიც, საუკუნეებია ერთად მოვდივართ. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო დღევანდელი დღესასწაული - ახალი წლის, გაზაფხულის შემობრძანება ჩვენს მუსლიმ ძმებს და მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე დედაქალაქის მერს საჩუქრად ქართულად ნათარგმნი „ნიზამი გაჯინი“ და აზერბაიჯანულად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად 2010 წელს გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

 

 თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა 2018-2020 წლებში თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი.

ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ტრანსპორტის სფეროებში პარტნიორობის განვითარებას ითვალისწინებს. ქალაქები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევა, ენერგოეფექტურობა, მაღალი ტექნოლოგიები და ინოვაციები. ასევე, გაცვლიან საინვესტიციო შეთავაზებებს და ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივ ბიზნესფორუმებს.

თბილისის მერის განცხადებით, ორ ქალაქს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

„ვფიქრობთ, ძალიან დიდია პოტენციალი, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა, ის ურთიერთობები, რომელიც წლებია არსებობს, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და საინტერესო გავხადოთ. ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თანამშრომლობის პროგრამის თანახმად, აქტიურად განვითარდება ურთიერთობები ტურისტულ სფეროში, რაც მინსკისა და თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ტურისტული გამოფენების, ფორუმებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის გაცვლასა და თემატური ბანერების განთავსებას საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ვებგვერდებზე; ორივე დედაქალაქში ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობასა და საინფორმაციო მხარდაჭერას.

მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცის განცხადებით, თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.

„დღეს ხელი მოვაწერეთ 2018-2020 წლების თანამშრომლობის განვითარების პროგრამას, რომელიც ორი ქალაქის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. ჩვენ აქტიურად და დინამიურად ვვითარდებით 2015 წლის სექტემბრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც თბილისის, ასევე მინსკის მოსახლეობა ხედავს, რომ ურთიერთობები როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური პროექტების დონეზე ვითარდება“, - განაცხადა ანდრეი შორეცმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს პრაქტიკული ცოდნისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებას საბინაო-კომუნალურ სფეროში. კერძოდ, ტექნიკური მომსახურებისა და საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტის, ეზოებში პარკირების ადგილების მოწყობისა და საბინაო-კომუნალურ სფეროში მოწინავე IT ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერამდე, თბილისის მერსა და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა.

 

 

 

 

 

 

 



შეგახსენებთ, რომ მერიამ სითი პარკთან ხელშეკრულება შეწყვიტა,  დედაქალაქის მერიის მიერ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომპანიის მფლობელებმა  საგანგებო განცხადება გაავრცელესს, რომ „თბილისის მერის, ბ-ნი კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სი-ტი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სი-ტი პარკ“-ის საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით. მფლობელები მიიჩნევენ, რომ მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია "სითი პარკს" - აღნიშნა კალაძემ. გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

 

 

 

 

სითი პარკი“ მერიას მიმართავს: 

„სითი პარკი“ მერიას მიმართავს, გადაავადოს ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღი. შესაბამისი განცხადება, კომპანიის ადვოკატმა მერიაში შეიტანეს. ადვოკატ ნათია წკეპლაძის განცხადებით, კომპანია მოითხოვს, რომ ხელშეკრულება არ შეწყდეს იქამდე, ვიდრე სასამართლო კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„მერს ვთავაზობთ, რომ გადაავადოს „სითი პარკთან“ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი სასამართლო დავების დასრულებამდე. მერიისთვის ცნობილია, რომ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ყველა განკარგულება, რომლითაც გაფრთხილება მიეცა „სითი პარკს“ თითქოს და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო. ყველა ეს სარჩელი ჯერ კიდევ სასამართლოშია, არ დასრულებულა და იმისთვის, რომ „სითი პარკს“ მიეცეს თავისი უფლებების სამართლებრივი დაცვის საშუალება, სასამართლო დავები უნდა ამოიწუროს და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულების ჯეროვნებაზე ან არაკეთილსინდისიერ შესრულებაზე“,-განაცხადა წკეპლაძემ. -მფლობელები მიიჩნევენ, რომ მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

სი თი პარკის ისტორია:

თბილისში პარკირების მოწესრიგების საკითხი "სითი პარკს" წლებია აბარია. დედაქალაქში კომპანია 2007 წელს შემოვიდა, როცა თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე შპს "ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა" გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია "სითი პარკი" შეიქმნა.

"სითი პარკს" პარკირების მართვის უფლება 15-წლიანი ვადით გადაეცა. კომპანიასთან პრეტენზიები მასთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არსებობს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა კომპანიას დედაქალაქში პარკირების მოწესრიგების საკითხი ჩაბარდა, მაშინდელი ოპოზიცია ამას აქტიურად აპროტესტებდა. კომპანიას ხშირად საყვედურობენ ქალაქში პარკირების ადგილის სიმცირის, ავტომობილების ევაკუაციის წესების დარღვევისა თუ დაჯარიმების გამო. მიუხედავად ამისა, წლებია თბილისში კომპანიას პარკირების ექსკლუზიური უფლება აქვს.

ხელისუფლების შეცვლის დღიდან მოყოლებული აღნიშნული კომპანიის პარკირების სისტემიდან ჩამოშორების საკითხი მუდმივად იდგა. დავით ნარმანია კი ხელშეკრულების ვერშეწყვეტის მიზეზად 25 მილიონ ლარს ასახელებდა, რომელიც მერიას კომპანიისთვის უნდა გადაეხადა და რისი საშუალებაც თბილისის ბიუჯეტს არ გააჩნდა.

მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სითი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების დეტალები მხოლოდ 2014 წელს გახდა ცნობილი. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციები ცდილობდნენ მოეპოვებინათ ორმხრივი ხელშეკრულების სრული დეტალები, თუმცა ეს შეუძლებელი იყო.

"ახალგაზრდა ადვოკატები" ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში "სითი პარკსა" და მერიას შორის დადებული გასაიდუმლოებული დოკუმენტის შინაარსის და სამართლებრივი ნორმების გარკვევის შესახებ მუშაობდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, "ხელშეკრულება არის კაბალური და მხოლოდ ორიენტირებულია კომპანიის ინტერესებზე. ხელშეკრულების ცალკეული პუნქტები კი, გაუგებარი და ბუნდოვანია".

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) 2014 წელს "სითი პარკსა" და მერიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, "სითი პარკის" მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კომპანიას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის (25 მილიონი ლარი) გადახდა არ ეკისრებოდა.

"როგორ იღებს ფულს "CT PARK"-ი დაჯარიმებული მოქალაქეებისგან მერიასთან ერთად" - ამ სათაურით ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" 2 წლის წინ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. სიუჟეტში ამ ორმხრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა. 

მაგრამ შეგახსენებთ რომ, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია "სითი პარკს" - აღნიშნა კალაძემ.  გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება საბოლოოა.

 


„თბილისის მერის, ბ-ნი კახა კალაძის განცხადება შპს „სი-ტი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სი-ტი პარკ“-ის საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით.

 

 

 

ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სი-ტი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული.

„სი ტი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული დასაერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაშიაღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არაღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე“,-ნათქვამია განცხადებაში.

0
0
0
s2sdefault
powered by social2s
ჩვენ დაგვიკავშირდით

logoalt

BEYAZLI GRUP დაწესებულება BESS - მა ფილის და ბლოკის დანადგარი, ბეტონის ქარხანა და ყალიბების გაყიდვა 2007 წლიდან დაიწყო. შემადგენლობაში დამატე ბული გამოცდილი და პროფესიონალი კარდიების მეშვეობით, სწრაფი ზრდა მიზნად დაუსახა და სექტორის ლიდერია…

ჩვენ დაგვიკავშირდით

maps Yanlıca Mahallesi Akoluk Belediye Karşısı ტრაბიზონი / თურქეთი
 
telefon +90 462 321 07 78
+90 549 325 66 64
 
mail info@bessmakina.com
 
mail ორშაბათი - შაბათი