ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს, ბრიტანეთში დაიბადა. 21 წლის ასაკში იშვიათი და ამავე დროს უმძიმესი ლუ გერიგის დაავადება, იგივე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინდა, ექიმების განცხადებით ორ წლიანი სიცოცხლე ჰქონდა დაჩენილი, მაგრამ ახალგაზრდა ფიზიკოსის გარდაცვალების ალბათობა მაღალი იყო, მაგრამ გადარჩა, თუმცა დაავადებამ წაართვა როგორც გადაადგილების, ასევე მეტყველების უნარი. ამ ფაქტს ჰოკინგისთვის სამეცნიერო ნაშრომებისა და ოჯახის შექმნაში ხელი არ შეუშლია. წლების განმავლობაში ჰოკინგი გარე სამყაროსთან თითების მოძრაობის მეშვეობით ურთიერთობდა, წერდა ნაშრომებს, ატარებდა ლექციებს...
ჰოკინგის საკვლევ თემას ძირითადად აინშტაინის ფარდობითობის თეორია, დიდი აფეთქება და შავი ხვრელები წარმოადგენდა. მისი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ დიდ აფეთქებასთან ერთად წარმოიშვა, შეკითხვა თუ რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე ჰგავს კითხვას რა ადგილია სამხრეთ პოლუსის უფრო სამხრეთით და მაინც თუ არსებობდა სამყარო რაიმე ფორმით დიდ აფეთქებამდე მას არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ ექნება დიდი აფეთქების შემდეგ არსებულ სამყაროსთან
ჰოკინგი ასევე იკვლევდა 4 ძალას: გრავიტაციულს, ელექტრომაგნიტურეს, ძლიერს ანუ ბირთულსა და სუსტს. მუშაობდა ამ ძალების სინთეზის თეორიაზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი „დროის მოკლე ისტორია“ ქართულადაც ნათარგმნია. 1997 წელს ჰოკინგმა ანტარქტიდა მოინახულა, მან ასევე განიცადა წყალქვეშ უწონადობის მდგომარეობაში ყოფნა და თვითმფრინავიდან თავისუფალი ვარდნის ექსტრემი. ჰოკინგი ბოლო პერიოდში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებებს ხშირად აკეთებდა და მას კაცობრიობის უკანასკნელ გამოგონებას უწოდებდა. The New York Times-მა ჰოკინგზე დაწერა რომ ის ინვალიდის ეტლიდან კოსმოსში გადავიდა. სიმბოლურია, რომ ალბერტ აინშტაინი 1879 წლის 14 მარტს ჰოკინგის გარდაცვალების დღეს დაიბადა.
"ჩემი აზრით, ყველა ეს თამაში, მატარებლებთან, გემებსა და თვითმფრინავებთან ერთად, იმის შეცნობის წყურვილით იყო გამოწვეული, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის სისტემა და როგორ შეიძლება მისი მართვა. მას შემდეგ, რაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მივიღე, ეს მისწრაფება სრულად დაემთხვა ჩემს კვლევებს კოსმოლოგიის სფეროში. როდესაც გესმის, როგორ მოქმედებს სამყარო, მაშინ, გარკვეული თვალსაზრისით, მისი მართვაც შეგიძლია". სტივენ ჰოკინგი. სტივენ ჰოკინგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მეცნიერია.
“ღმერთი კამათელს არ თამაშობს!” – ეს აინშტაინის ცნობილი სიტყვებია, რითაც მან გამოხატა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება მაშინ ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი კვანტური თეორიის მიმართ. აინშტაინს სწამდა რომ სამყაროში ყველაფერი თანმიმდევრულ ლოგიკურ კანონზომიერებებს ემყარებოდა რომელთა ამოხსნა და წინასწარმეტყველება შეიძლება. კვნატური თეორია კი შემთხვევითობებს ეყრდნობოდა, ფერმკრთალდებოდა სიზუსტე და მხოლოდ ალბათობის ენით შეიძლებოდა საუბარი. დრომ და ექსპერიმენტებმა ანახა რომ კვანტური თეორია თავისი ალბათურობით მუშაობს. ეს უცნაური სამყაროა, სადაც ნაწილაკები ორ მდგომარეობაში ერთდროულად იმყოფებიან. სადაც ქრებიან და მატერიალიზდებიან სხვაგან, სადაც რეალობა დაკვირვების მიხედვით იცვლება, ანუ ეს ის სამყაროა სადაც მისი სრული ამოხსნისთვის ადამიანური ლოგიკა და წარმდგენები უძლური ხდება. თუმცა ადამიანი მათემატიკის მეშვეობით იგებს კვანტური სამყაროს მოქმედების გარკვეულ ასპექტებს.