2018 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობაზე გაცემულია 4941 ნებართვა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.4%-ით ნაკლებია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
გაცემული ნებართვების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, 4.9%-ით 2.996 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა ასაშენებელი შენობა-ნაგებობების საერთო ფართი.
გაცემული ნებართვების 46.8% თბილისზე მოდის, 14.3% კი აჭარაზე. თბილისი ლიდერობს დამთავრებული მშენებლობების რაოდენობითაც 29.3%.
2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.
გაცემულ ნებართვებში ყველაზე დიდი წილი მრავფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს უკავია.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„დღეს, თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი და კომპლექსური პრობლემა ჰაერის მტვრით დაბინძურებაა, რასაც მასშტაბური მიდგომები სჭირდება. ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე. გრუნტის და მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი პრობლემაა. შესაბამისად, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები აუცილებლად უნდა გავამკაცროთ, რომელიც კონკრეტულად მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას გულისხმობს. არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ქვის დამუშავება ხდება და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისა და განთავსების მიმართულებით, ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.
„არის შემთხვევები, როდესაც დიდი ავტომობილები საშენი მასალით, ღიად და დამცავი ბადეების გარეშე გადაადგილდებიან. ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ქალაქს ამტვერიანებს და ამას ჩვენი შვილები სუნთქავენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები დაამუშაონ და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინონ, რომელიც თანამშრომლობისთვის მზადაა.
შეიძინიეთ ბლოკის დანადგარები და აწარარმოეთ ხარისხიანი პროექტები.
→•დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომრებზე +90 549 325 66 64
ჩვენს კომპანიას აქვს სხვადასხვა სახის კავშირის საშუალება, მაგალითად: facebook, whatsap, instangram ასევე ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით : bessdanadgari.com