სიახლეები

აწარმოე საქართველოში

awarmoe_saqartveloshi-cr-721x405.jpg

 

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში შიდ თვეში დამტკიცებული პროექტების ღირებულება 225 მილიონ ლარს აღემატება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, პროექტის ფარგლებში უკვე 50 პროექტია დამტკიცებული. აღნიშნულ საწარმოებში 2000–ზე მეტი ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.

"იმ პირობებში, როდესაც ჩვენს რეგიონში არ არის სახარბიელოეკონომიკური მდგომარეობა, სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებაზე, სწორედ ამიტომ ჩვენ 2015 წლიდან პროგრამას დავამატებთ ლიზინგის კომპონენტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი საწარმოო დანადგარების შეძენისთვის იქნება სპეციალური წამახალისებელი პროგრამები, რაც საწარმოო პარკის განახლებას შეუწყობს ხელს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" არის ის საკვანძო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას, არამედ მის უფრო მეტად ზრდასა და განვითარებას.


პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული 50 პროექტიდან 20 პროექტი ხორციელდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ხოლო 8 პროექტი - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით. 22 პროექტისთვის, შემდგომში შესაბამისი ოდენობისა და მიზნობრიობის ინვესტიციის ვალდებულების გათვალისწინებით, ბენეფიციარებს გადაეცათ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მიერ.


პროგრამა "აწარმოე საქართველოში" სამი კომპონენტისგან შედგება: ეს არის ფინანსური მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და საკონსულტაციო მომსახურება. პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

 

download.jpg

ჩვენი კომპანია BEYAZLI GROUP-ი სარგებლობს ამ პროექტით, და ცდილობს საქართველოში არსებულ სამშნებლო კომპანიებთან აწარმოოს საქმიანი მოლაპარაკებები. 

საქრათველოს ბაზარზე აქტუალურად ვსარგებლობთ რაც ჩვენს კლიებტებს ნდობის ფაქტორის გაძლიერებაში ეხმარება.

 

კომპანია BEYAZLI GROUP-ი შეიძინე ბლოკის დანადგარი ჩვენთან 

0
0
0
s2sdefault
powered by social2s
ჩვენ დაგვიკავშირდით

logoalt

BEYAZLI GRUP დაწესებულება BESS - მა ფილის და ბლოკის დანადგარი, ბეტონის ქარხანა და ყალიბების გაყიდვა 2007 წლიდან დაიწყო. შემადგენლობაში დამატე ბული გამოცდილი და პროფესიონალი კარდიების მეშვეობით, სწრაფი ზრდა მიზნად დაუსახა და სექტორის ლიდერია…

ჩვენ დაგვიკავშირდით

maps Yanlıca Mahallesi Akoluk Belediye Karşısı ტრაბიზონი / თურქეთი
 
telefon +90 462 321 07 78
+90 549 325 66 64
 
mail info@bessmakina.com
 
mail ორშაბათი - შაბათი
© 2018 | ყველა უფლებები დაცულია. ყველა უფლები Beyazlı Group'ისია. Pruva Media