საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები:
სასტუმრო თბილისი მარიოტში საქართველ-აზერბაიჯანის გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები პროგრამის საზეიმო გახსნაზე შეიკრიბნენ. 1.35 მილიონი ევრო დახარჯა ევროკავშირმა 6 ტრანსასაზღვრო პროექტის განსახორციელებლად.
საქართველო-აზერბაიჯანის პროგრამის პროექტები მიმართულია რეგიონული განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად ადგილობრივი თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესების, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების, ახალგაზრდების დასაქმების და ტურიზმის განვითარების მიზნით.
“ახალი პროექტების განხორციელების დაწყებით ევროკავშირს შემოაქვს უკვე გამოცდილი წარტმატებული თანამშრომლობის მოდელი საქართვველოს-აზერბაიჯანის მოსაზღვრეე ტერიტორიებზე. შერჩეული ინიციატივები ეხმიანება ევროკავშირის ინტეგრაციის ძირეულ იდეას: სხვადასხვა ქვეყნის ხალხების დაახლოება კონკრეტული საერთო მიზნისთვის სწრაფვა ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, – დომინიკ პაპენჰაიმი ევოკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში.
„სიამოვნებით ვაცხადებთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელების დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესები დაეხმარება კეთილმეზობლური კონტაქტების გაფართოებას და გაძლიერებას აზერბაიჯანის და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებს შორის, რაც თავისმხრივ მათი სოციო-ეკონომიკური განვითარების საწინდარია“ – აღნიშნა ნატალია ალხაზიშვილმა, EaPTC მმართველი ჯგუფის ხელმძღვანელმა, GIZ.
ერიკას იანკაუსკასი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, EaPTC მხარდამჭერი პროგრამა: „დღეს სიამაყით ვიწყებთ საქრთველო-აზერბაიჯანის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელებას. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს მათი უდიდესი წვლილისათვის ამ საქმეში. პირველად საქართვველოს და აზერბაიჯანის ადგილობრივი თემები ერთად იმუშავებენ საერთო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტები წარმატებული იქნება, გუნდები შეიძენენ უნიკალურ გამოცდილებას და მაგალითს მისცემენ სხვა თემებს და მუნიციპალიტეტებს ჩაერთონ მსგავს კოოპერაციაში საზღვის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობისათვის“.
ვროკავშირის როლი საქართველოში:
სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა: საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ საზღვრებში, რომელიც პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მათგანაც იმავეს მოითხოვს. საქართველოსთვის მიუღებელია მისი სუვერენიტეტის შეზღუდვის, მათ შორის, თავისუფალი საგარეო-პოლიტიკური არჩევნის იძულებით შეცვლის და საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევის ცდები.
თავისუფლება: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტითა და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები საქართველოს მიერ აღიარებული და გარანტირებულია მისი კონსტიტუციით. საქართველო უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისა და ჯგუფის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პატივს სცემს მათი თავისუფალი არჩევნის უფლებას, უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას და ქმნის ხელსაყრელ გარემოს თითოეული მოქალაქის შესაძლებლობების რეალიზებისთვის. საქართველო აღიარებს, რომ ეკონომიკური თავისუფლება პიროვნების ყველა სხვა უფლებისა თუ თავისუფლების წინაპირობაა.
დემოკრატია და კანონის უზენაესობა: საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულია და მათ საფუძველზე ამკვიდრებს მმართველობის დემოკრატიულ სისტემას, რომელშიც ძალაუფლება კანონით არის შეზღუდული და განაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის. საქართველო უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, პლურალიზმს და უმცირესობათა, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უფლებების დაცვას და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.
უსაფრთხოება: საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში ქვეყნის, მისი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. მის უზრუნველსაყოფად საქართველო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით და მიაჩნია, რომ უსაფრთხოება განუყოფელია როგორც ქვეყანაში მოქალაქეთა ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო სისტემაში, რადგან ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება ვერ განმტკიცდება მეორის უსაფრთხოების შეზღუდვის ხარჯზე.
კეთილდღეობა: საქართველო აღიარებს, რომ კეთილდღეობისკენ სწრაფვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მისი მაქსიმალური რეალიზაცია მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი. თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საქართველო აყალიბებს ქვეყნის მდგრადი განვითარების ისეთ მოდელს, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას, რაც გამოიხატება მცირე მთავრობის პრინციპით, პასუხისმგებლობიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკით, დაბალი გადასახადებით და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებით.
მშვიდობა: საქართველოს მიზანია ყველა სახელმწიფოსთან საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება. სადავო საკითხების გადაწყვეტისას საქართველო ხელმძღვანელობს მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დამყარებული მეთოდებით. თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
ქვეყნის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, რაც ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპების ფართოდ დანერგვით, მკაცრი ფისკალური დისციპლინითა და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გატარებით მიიღწევა. ღია, პარტნიორული და თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან და სახელმწიფოთა გაერთიანებებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონის ქვეყნებთან, საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევანია.
საქართველოს ეროვნული ინტერესები:
- სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა: საქართველო მოწოდებულია, აღიდგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვა მის ხელთ არსებული ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი საშუალების გამოყენებით.
- სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება: საქართველო ქმნის სახელმწიფო მართვის ისეთ მოდელს, რომლითაც უზრუნველყოფილია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მდგრადობა და განვითარება. საქართველოს მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. მნიშვნელოვანია საზოგადოებაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება, სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის უფრო მეტად განმტკიცება.
- ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება: საქართველოს მიზანია, ჩამოაყალიბოს უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს განვითარებას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
- ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება: საქართველო უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამისათვის იგი ხელს უწყობს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძნება კანონის წინაშე თანასწორობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და, რასის, ენის, სქესის, რელიგიის, რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილების, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების განურჩევლად, ადამიანთა თანასწორობის პრინციპებს. სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქართველი ერის წარმომადგენლების თანაბარი ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში
- მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტების გაღრმავება და მათი ინტეგრირება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებში.
- ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია: საქართველო ესწრაფვის, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი, რაც მას საშუალებას მისცემს, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ასევე განიმტკიცოს კეთილდღეობა და ეროვნული უსაფრთხოება. საქართველო იზიარებს პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს მომავალი განვითარების გზა და ის ალიანსები, რომელთა წევრობაც სურს.
- ეკონომიკის სტაბილური გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფა: ეკონომიკის მაღალი ტემპით სტაბილური გრძელვადიანი ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის თავისუფალ განვითარებას, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას, კაპიტალის მოზიდვისთვის საჭირო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, მცირე მთავრობის პრინციპის შენარჩუნებას, კონსერვატიული ფისკალური და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გატარებას.
- ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს პრიორიტეტია ენერგიის წყაროებისა და ტრანსპორტირების გზების დივერსიფიკაციის გაგრძელება. თანაბრად მნიშვნელოვანია შიგა რესურსების მაქსიმალურად ათვისების, ენერგოსისტემის შემდგომი მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა და რეგიონულ ენერგოინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდა დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე მის მოქალაქეთა კეთილდღეობაზე.
- რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა: საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე უშუალო გავლენას ახდენს ევროპაში, შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში მიმდინარე პროცესები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გავლენა. ამ რეგიონებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს ინტერესია. მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში საერთაშორისო თანამშრომლობით ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში.
- საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება: საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას. ამ მიზნით იგი მზადაა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.
- საქართველოს და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა: გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან. საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებისას საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
- სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული და კულტურული თვითმყოფობის უზრუნველყოფა: საქართველოს პრიორიტეტია კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნება და განვითარება. მისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ინტეგრაციას და ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართვას. საქართველო ქმნის პირობებს ამ ჯგუფების იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის
- კიბერუსაფრთხოების განმტკიცება: საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოება და ელექტრონული ინფორმაციის დაცულობა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იზრდება მათზე სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულება. ამის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კიბერდანაშაულთან ბრძოლას და კიბერსივრცეში დივერსიული აქტებისგან თავდაცვას.
-
დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების წახალისება და მათი შემდგომი რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია. დემოგრაფიულ უსაფრთხოებას პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ გრძელვადიან ზრდასთან.
-
დიასპორებთან ურთიერთობა: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გამყარება, დიასპორების წარმომადგენლებისათვის მშობლიური ენის სწავლების და მათ მიერ კულტურული თვითმყოფობის შენარჩუნების ხელშეწყობა.
საქართველო მიესალმება ყველა სამშვიდობო წინადადებასა და ინიციატივას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ განვითარებასა და წინსვლაში.. ჩვენ ვართ მეგობრული ქვეყანა და გვსურს მეგობარ ქვეყნებში გვქონდეს მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა, გახსოვდეთ მეგობრობა გადაგვარჩენს.