სიახლეები

მშენებლობა თბილისში

დედაქალაქში მშენებლობების კუთხით ქაოტური მდგომარეობაა. ამდენად, მინისტრთა კაბინეტი უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარუდგენს ახალ კოდექსს, რომლის მიხედვითაც, მშენებლობების პროცესი დარეგულირდება მანამდე, სანამ თბილისის მერია დედაქალაქის გენერალურ გეგმას არ წარმოადგენს.

„რაც შეეხება თბილისს, გეთანხმებით, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს მშენებლობის სექტორში. ეს არის ქაოტური მდგომარეობა კოეფიციენტების კუთხით, გენგეგმების კუთხით. მანამდე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ყიდვის კოეფიციენტები უნდა შევამციროთ და ეს გადაწყვეტილება მერიაში იქნება მისაღები, რომ აბსოლუტურად გაუგებარი მაღალსართულიანი სახლები არ შენდებოდეს კერძო დასახლებაში და ერთ მშვენიერ დღესაც კორპუსის ქვეშ არ აღმოჩნდეს ის ადამიანი, რომელმაც კერძო სახლი შეიძინა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ პირადად მიადევნებს თვალს თბილისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციას, რადგან ძველი თბილისი მისთვის უმნიშვნელოვანესია და ძველი შენობები მომავალ თაობებს იმ სახით უნდა შემოვუნახოთ, რა სახითაც შემოგვინახეს წინა თაობებმა.


xsfsdf.jpg

 

 

„კომუნისტები დროს მოგეხსენებათ  400-კაციანი მშენებლობისა და არქიტექტურის სამინისტრო ჰქონდათ. ყველაფერს ეს სამინისტრო განაგებდა, ჩვენ მათ ვუჯერებდით. არ მინდა, ერთმანეთში ავურიოთ კომუნისტების უსახური არქიტექტურა, ხრუშჩოვიზმი, მიკრორაიონები, კვარტალები, ეს იყო უმწვავესი სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება, თორემ უსახური არქიტექტურა საბჭოთა ხელისუფლების მიზანი არ ყოფილა. კარგად მახსოვს, იმ პროექტების განხილვისას ყოველ კვადრატულ მეტრზე, ყოველ მანეთზე იყო ბრძოლა, რომ შენობა იაფი დამჯდარიყო. ქალაქგეგმარებითი, ურბანული დისციპლინა არსებობდა, შენდებოდა პროექტების მიხედვით და გადახვევები არ შეიძლებოდა, რადგან ამას ჰყავდა მეთვალყურე. ახლა კი 400-კაციანი სამინისტროს საქმე დავალებული აქვს იმავე კვირიკაშვილის ყოფილი სამინისტროს 10-15 კაცს, ეს აბსურდია, სასაცილოა.

გარდა ამისა, კანონი არ არსებობს, ამიტომ სარგებლობენ ჩვენი ე.წ. ინვესტორები, ეს კუჭისტები. ნატამალი მოქალაქეობრიობისა არ გააჩნიათ. საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ბიზნესიდან აუცილებლად 100%-იანი მოგება უნდა მიიღონ, სხვანაირად თურმე ბიზნესი არ არსებობს. მშენებლობებშიც ძალზე მაღალ მოგებაზეა საუბარი, იმიტომ ხდება „სასწაულები“, წარმოუდგენელი სიმაღლისკენ ლტოლვა, სიმჭიდროვე, ინფრასტრუქტურა მაშინვე გამოდის მწყობრიდან. ინვესტორი პატარა ტერიტორიას იყიდის, სადღაც უკვე ჩამოყალიბებულ რაიონში, იქნება ეს საბურთალო, დიღომი, სადაც ელექტროობა, ქსელები მიყვანილია და საქმეს იიოლებს. მათ არ სურთ, აითვისონ სხვა ტერიტორიები“, - აცხადებს ვახტანგ დავითაია.

scs.jpg

ბოლო ორ თვეში, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა.

უწყების ცნობით, იანვარ-თებერვალში სამშენებლო სამართალდარღვევაზე წარმოება ჯამში 160 სუბიექტის მიმართ დაიწყეს. სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გარდა, 13 სუბიექტი დაჯარიმდა.

„თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ძირითადი ფუნქციაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე საჯარიმო სანქციების დაკისრება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სფეროში გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სამსახური სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს და დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას უსაზღვრავს. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ, სამსახურის სპეციალისტების მიერ ობიექტი ადგილზე მოწმდება და შემოწმების აქტი დგება, სადაც მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შედეგი აისახება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც უკვე მოგახსენეთ ინფორმაციაში მრავალი მშენებლობა შეჩებებულ იქნა, ვინ იცის უხარისხო მასალის ან უხარისხო წარმოების გამო, მოგეხსენებათ როდესაც რამე პროექტს აშენებ და ეს პროექტი აუცილებლად გათვლილია ბლოკით წარმოებისთვის, მაშინ საჭიროა უმაღლეს სტანდარტებზე შექმნილი ბლოკის დანადგარი. ასევა ეხება ქვაფენილით მშენებლობასაც, საჭიროა უმაღლესი სტანდატის მშენებლებისთვის ქვაფენილის დანადგარი.

0
0
0
s2sdefault
powered by social2s
ჩვენ დაგვიკავშირდით

logoalt

BEYAZLI GRUP დაწესებულება BESS - მა ფილის და ბლოკის დანადგარი, ბეტონის ქარხანა და ყალიბების გაყიდვა 2007 წლიდან დაიწყო. შემადგენლობაში დამატე ბული გამოცდილი და პროფესიონალი კარდიების მეშვეობით, სწრაფი ზრდა მიზნად დაუსახა და სექტორის ლიდერია…

ჩვენ დაგვიკავშირდით

maps Yanlıca Mahallesi Akoluk Belediye Karşısı ტრაბიზონი / თურქეთი
 
telefon +90 462 321 07 78
+90 549 325 66 64
 
mail info@bessmakina.com
 
mail ორშაბათი - შაბათი