შეგახსენებთ რომ 2017  წლის იანვარ-მარტში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $346 მილიონი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 14.3%-ით ნაკლებია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, ამ პერიოდში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების სახით $751 მილიონი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რაც პირველ რიგში ქვეყანაში შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობის პროექტს უკავშირდება. აზერბაიჯანულმა მხარემ 2017 წლის 6 თვეში საქართველოში $224 მილიონი ჩადო, რაც წინა წელთანმ შედარებით 20%-ით ნაკლებია.

 

2017 წლის ბოლო 6 თვეში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი კი ასე გამოიყურება, აქვე აღსანიშნია რომ 2018 წლის იანვრის თვიდან ინვესტიციების დაბანდების ზრდა მეტად გაიზრდება:

 

                              1.აზერბაიჯანი - $224 მილიონი, კლება წინა წელთან 20% 

                              2.თურქეთი - $120 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%

                              3.დიდი ბრიტანეთი - $112 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
                              4.ნიდერლანდები - $63 მილიონი, ზრდა წინა წელთან 178%
                              5.აშშ - $29.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%
                              6.პანამა - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%
                              7.ჩინეთი - $17.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1325%
                              8.დანარჩენი ქვეყნები - $150 მილიონი, კლება წინა წელთან 33%

 


უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი (ბორჯომი, აზოტი და სხვა) ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი ინვესტიციებად აღიქმება. რეინვესტიციების დონემ 2017 წლის პირველ ნახევარში $355 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში მთლიანი უცხოური ინვესტიციების 47% იყო.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ წლის პირველ ნახევარში $271 მილიონი ჩაიდო. $125 მილიონით შემდეგ ადგილზე სამშენებლო სექტორია.

აღნიშნულ პერიოდში ენერგეტიკაში $25.9 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 63%-ით ნაკლებია. 

რა არის ინვესტიცია ile ilgili görsel sonucu

 

ინვესტიციების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. გთავაზობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში უცხოელი ინვესტორების მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების ათეულს:

1. სავაჭრო კომპლექსი „ისთ ფოინთი“ - თბილისში კახეთის გზატკეცილზე საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი გასულ კვირას გაიხსნა. კომპლექსი 85 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გადაჭიმული.
„ისთ ფოინთის“ საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


2. თბილისის ზღვის ახალი უბანი - ეს არის „ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ პროექტი, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარედ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. გეგმის მიხედვით, დამტკიცებული ფართის მშენებლობის დასრულება იგეგმება 10 წლის განმავლობაში, პირველი სამი წლის მინიმალური საინვესტიციო თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 150 მილიონი აშშ დოლარის. პროექტი მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს, სააგარაკო სახლებს, ტურისტულ-დასასვენებელ ზონას, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, საერთაშორისო სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრს, საბაჟო საწყობს და ოლიმპიურ სოფელს. თბილისის ზღვის ახალი უბანი „ჰუალინგ ჯგუფის“ ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში.


3. სასტუმრო “მერკური” თბილისში - ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „მერკური“ ორთაჭალაში საერთაშორისო ჰოლდინგის - „მაქრო ქონსთრაქშენის“ ინვესტირებით აშენდა. პროექტში 16 მილიონი დოლარი ჩაიდო. სასტუმრო „მერკური“ მსოფლიოს 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი. თბილისში 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.


4. „ჯინო ფერედაისი“ - გასართობი ცენტრი და გრანდიოზული აკვაპარკი თბილისში. პროექტში 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტორია ნოდარ გიორგაძე, რომელსაც სლოვაკეთში აქვს ბიზნესი.


5. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა” - ცენტრი განთავსებულია 10 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისცენტრს. ცენტრი დღეში საშუალოდ 250 ავტომობილის მომსახურებაზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „თიბისი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით. ცენტრში ინვესტირებულია 15 მილიონამდე ლარი, დასაქმებულია 120 ადამიანი.


6. საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“ - საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, საბურთალოზე 11.700 მ2 ფართობის ტერიტორიას იკავებს. კომპლექსი ევროსტანდარტის იზოლირებულ კომპლექსს წარმოადგენს. საერთაშორისო ჰოლდინგმა „მაქრო ქონსთრაქშენი“ კომპლექსში თითქმის 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.


7. „დირსი“ - ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4 898 ბინას დასრულებული რემონტით. მშენებლობის პირველი ეტაპი 2014 წელს დასრულდა, ხოლო მთლიანი კომპლექსი 2016 წელს ბარდება. პროექტის ინვესტიცია აზერბაიჯანულ კომპანია AS Group Investment-ს ეკუთვნის. საცხოვრებელი კომპლექსის პროექტში 170 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.


8. „თბილისი მოლი“ - სავაჭრო ცენტრი თბილისში, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. „თბილისი მოლს“ შ.პ.ს „რაკიინ აფთაუნ დეველოფმენთი“ მართავს, რომელიც თავის მხრივ, შ.პ.ს „რაკიინ დეველოფმენთს“ და IFC-ს (საერთაშორისო საფინანსო კომპანიას) ეკუთვნის. „თბილისი მოლის“ პროექტში 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.


9. „რიქსოს ბორჯომი“ - სასტუმრო და დასასვენებელი კომპლექსი ბორჯომში. ინვესტორია შპს „ყაზმუნაიგაზ სერვისი". ჯამურმა ინვესტიციამ 48 მილიონი დოლარი შეადგინა. სასტუმრო 2014 წელს გაიხსნა და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სასტუმროს წარმოადგენს საქართველოში.


10. ფოთის პორტი - 2011 წლის აპრილში „ეიპიემ ტერმინალსმა“ საქართველოში ყველაზე დიდი პორტი - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ შეისყიდა. კომპანიამ 70 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო პორტის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი კი 2018 წლისთვის დასრულდება.

 

რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში?

ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან არსებობს ინვესტიციების მრავალი განმარტება, კერძოდ, უილიამ შარპისა და მისი თანაავტორების აზრით, ინვესტიცია ეს არის „ ფულთან განშორება დღეს, ხვალ უფრო მეტის მიღების მიზნით“. ხოლო რუსი მეცნიერის, ა.ს. სელიშევის განმარტებით ინვესტიციები არის დანაზოგის გამოყენება ძველის აღსადგენად და ახლი საწარმოო სიმძლავრეების და სხვა კაპიტალური აქტივების შექმნის მიზნით.

ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ კი არის ის, რომ: ინვესტიციები ხელს უწყობენ საწარმოო, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაციას, მონაწილეობენ წარმოების მოცულობის ზრდისა და საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების საქმეში. სახელმწიფოს კრიზისის პირობებში ინვესტიციები წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას სოციალური და საწარმოო პოტენციალის სტრუქტურული გარდაქმნისა და მისი ბაზრისადმი დაქვემდებარების გზაზე.

ნებისმიერი ინვესტირების, მთავარი მოქმედი პირი ინვესტორია. ინვესტორი არის პირი ან კომპანია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ბიზნესის რომელ სფეროში რა სახის ინვესტირება განახორციელოს. ინვესტორებს განსხვავებული შეხედულებები აქვს ბიზნეს სტრატეგიებზე და ამის გამო ინვესტირების მრავალი სახე არსებობს.

ინვესტიციების ძირითადი სახეები:

რეინვესტირება;
პირდაპირი ინვესტიციები;
რეალური ინვესტიციები (რეალური ინვესტიციების ქვეშ იგულისხმება დაბანდებანი უშუალოდ წარმოებაში, ანუ ძირითად კაპიტალში და საბრუნავ საშუალებებში);
ფინანსური ინვესტიციები ( ფინანსურ ინვესტიციებს მიეკუთვნებადაბანდებანი ფასიან ქაღალდებში, მიზნობრივი ფულადი ანგარიშები, კრედიტები და ა.შ);
ვენჩერული ინვესტიციები (ახალ ან მცირე საწარმოში ინვესტიცია, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი);
გრძელვადიანი ინვესტიციები;
მოკლევადიანი ინვესტიციები.
ინვესტიციები იყოფა ასევე ფორმების მიხედვითაც:

მატერიალური ინვესტიციები (მიწა, უძრავი ქონება, აღჭურვილობა-ტექნიკა)
არამატერიალური ინვესტიციები (საავტორო უფლებები, ლიცენზიები)
ფინანსური ინვესტიციები (ფასიანი ქაღალდები)
ინვესტიციების როლი თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდია. ინვესტიციები მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული საქმიანობის ეფექტური ფუნქციონირებისა და დინამიური განვითარებისათვის.

ინვესტიციები ასევე ხასიათდება ორი ურთიერთდაკავშირებელი პარამეტრით ესენია- რისკი და მოგება. როგორც წესი რაც უფრო დიდია რისკი მით უფრო მაღალია მოსალოდნელი მოგებაც.

 

 

 




მოგეხსენებათ BP საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელმაც ინფრასტრუქტურის და სოციალური განვითარების პროექტებში 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დააბანდა, სწორედ ამიტომაცაა რომ,  ზოგი ფიქრობს, სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობის და გაზის გადამამუშავებელი ქარხნის 

რეგიონის ტურისტულ პოტენციალს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს ლანჩხუთისათვის შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს, საუბარია ყოველწლიურად 200 მილიონ ლარზე.

ადგილობრივი ექპერტი თვითმართველობის საკითხებში, ამირან გიგინეიშვილი, პროექტის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ, ეს პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანი იქნება.

"როცა ინვესტიცია შემოდის ის ყოველთვის მომგებიანია. იმიტომ, რომ ინვესტიცია თანხის შემოტანას, დასაქმებას ნიშნავს, ეს იქნება მშენებლობის პროცესში თუ მერე. რაც შეეხება სანაპირო ზოლის ინტეგრირებულ მართვას, ასეთი გარანტი სამწუხაროდ საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა ეს ეხება ზოგადად 100-150 მეტრამდე მანძილს - ზღვის სანაპიროდან და როგორც ჩემთვის ცნობილია ეს ინვესტიცია ზუსტად ზღვის სანაპიროზე არ შემოდის, არამედ ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 2 კილომეტრითაა მოცილებული. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ თემაზე მიდის საუბარი, რამდენიმე ადგილიც იქნა მონიშნული, სადაც შეიძლებოდა ამის განხორციელება.

რაც შეეხება იმას თუ რამდენად დააბინძურებს გარემოს, რავიცი, აბა რა გითხრათ, დიდი ხანია უკვე არსებობს სუფსის ნავთობ ტერმინალი და ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ რაიმე დაებინძურებინა და ერთი წვეთიც კი არ ჩაღვრილა ზღვაში და არც სანაპიროზე. იმიტომ, რომ ოპონირებას უწევს ისეთი ცნობილი კომპანია როგორიცაა ,,ბრიტიშ პეტროლიუმ“. თუ ამ სახის ცნობილი და ინტეგრირებულ მართვაზე ორიენტირებული კომპანია მოახდენს ახალი კომპლექსის მშენებლობას, არამგონია, რომ რამე ეკოლოგიური პრობლემა წარმოიშვას. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმას, რომ რასაც ქვია ინვესტიციების დადებითი შედეგები ეს ყველა შემთხვევაში გამოჩნდება, როცა საუბარია მილიარდებზე“ _ დასძენს გიგინეიშვილი.

,,გურიის მოამბე“ ამავე თემაზე, ლანჩხუთის ექს გამგებელსა და თავის დროზე, საქართველოს ნავთობკორპორაციის წარმომადგენელს, დასავლეთ საქრთველოში, გიორგი გოგუაძეს დაუკავშირდა:

_ ეს ორგანიზაცია როცა შემოვიდოდა, 20 მილიონს ვადებინებდით ლანჩხუთის განვითარებაში. ეს თანხა მოხმარდებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფეხბურთის ხელშეწყობას. ახლა სიტუაცია არის როგორი _ ამით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო. ეს მუშაობა დაწყებულია. ზოგმა ეს გია ჭანტურიას პოლიტიკურ სვლად ჩაუთვალეს. ვინაიდან ის 2010 წელს კენჭს იყრიდა დედაქალაქის მერობაზე. ის არასდროს პოლიტიკოსი არ ყოფილა და ასეა დღესაც. ის წარმოადგენს ერთ-ერთ ამერიკულ-ქართულ კომპანიას და მისი სახელით საუბრობს. ისინი მოდიან თებერვალში და უნდათ დაიწყონ მოსახლეობასთან საუბარი. ხალხმა უნდა იცოდეს, რა პროექტია და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას. 100 საწარმოს რომ იძახის დღევანდელი ხელისუფლება, ეს არის 1000 საწარმოს ტოლი. დაახლოებით 5000 სპეციალისტი სჭირდება მას. ამდენი სპეციალისტი რომ ეძებო, გვირაბს აქეთ ვერ ნახავ. ამაზე ჩვენ ადრე ვფიქრობდით. გვინდოდა ტექნიკუმში სპეციალური სასწავლებლის გახსნა, სადაც კადრები მომზადდებოდა. ბევრ საინტერესო საკითხზე იყო მსჯელობა.

თუ ხელისუფლებამ ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა, ჩათვალეთ, რომ შეკვეთილში მჯდომი ადამიანი ბლოკავს. თუ მისი ინტერესი არ აღმოჩნდა, ისე დაკონსერვდება. სამი წელია ის უყურებს ამ პროექტს, საქმის კურსშია ამ ყველაფრის. როცა მან პირველი ვიზიტი ისრაელში გააკეთა, იქ იყო ამაზე საუბარი. ისრაელის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. შემდეგ მოხდა ამ ყველაფრის დაკონსერვება.

_ ნავთობის ტერმინალი სუფსაში გაკეთებულია უკვე წლებია. 1997 წლის 17 აპრილს გავხსენით. მაშინაც იყო უამრავი წინააღმდეგობა. მარტო 15 მილიონი დაიხარჯა იმაში, რომ ეკოლოგიური პრობლემების კვლევა ჩატარებულიყო. მაშინ ეს პრეზენტაცია კულტურის სახლში გაიმართა _ ნავთობტერმინალს თუ აქვს რაიმე გამონაჟონი და იქმნება თუ არა ამით ეკოლოგიური საფრთხეები. არაფერი საფრთხე არ მოდიოდა. რისი იმედი მაქვს, იცით? გია ჭანტურია როცა ჩამოვიდა ამერიკიდან, ისეთ სიტუაციაში მოახერხა ამ პროექტის გატანა, რომ სახელმწიფოში ჩუმად შემოყავდა უცხოელები. მაშინ ,,ბი-პი“-ს მისცენ უფლება პროექტის განხორციელების და შედეგად ის გათავისუფლებულია ქონების გადასახადიდან. ,,ბი-პი“, რომ იმ რეჟიმში იყოს, როგორც სხვა ორგანიზაციები, დღეს სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა რაიონში. აქ პატარა პროექტი კი არ ხორციელდება. 600 მილიონიანი პროექტია, რომელსაც დიდი გადასახადები აქვს. სუფსის პორტში 4 გემი შემოდის. ანალოგიურად შედის ფოთში და ამ ქალაქის შემოსავალი 250 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტია ლარში. სუფსაში არის 4 ტივტივა, პრაქტიკულად პორტია იქ და ეს შემოსავალი შეიძლება მივიღოთ. ,,ბი-პი“ ქონების გადასახადიდან გათავისუფლებულია 30 წლით. ანუ 2027 წლამდე ის არ გადაიხდის. არადა, სუფსაში უზარმაზარი ქონებაა, რომელიც რეალურად საქართველოს საკუთრებაა. ნავთობი რაც არის იქ, ის არის კომპანიის საკუთრებაა. ამ თემის წამოწევაც შეიძლებოდა. ნოვოროსიისკი იყინება 6 თვის მანძილზე და პრაქტიკულად იქ მუშაობა შეუძლებელია. სუფსა კი ამ მხრივ უნიკალურია. შეიძლებოდა ის წამოსულიყო ზღვით, ჩართულიყო სოხუმი და ეს პოლიტიკურადაც მომგებიანი იქნებოდა. ეს წლების წინ იყო დაგეგმილი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა შევარდნაძის ხელისუფლება იყო. 

ამ ეტაპზე საუბარია დაახლოებით მილიარდიან პროექტზე. მისი ერთი პროცენტი რომ ჩვენს ბიუჯეტში შემოვა, წარმოიდგინეთ 10 მილიონი ლარია. რაც მთელი წლის ბიუჯეტზე მეტია. როგორც ვიცით, საბოოლოოდ საუბარია 15-20 მილიარდზე. ეს თუ ასე მოხდა, რაიონში 150-200 მილიონის შემოსავალი გაჩნდება. ეს არის გლობალური პროექტი, რომელიც ნამდვილად უნიკალურია და ვიღაცას თუ სასტუმროს გამო ექმნება პრობლემა და ამიტომ აქტიურდება, ეს გასარკვევია. ანაც როცა ლუდი იხარშება მისი ოჯახის კუთვნილ საწარმოში, ის არ აბინძურებს გარემოს?!

ქალაქ ლანჩხუთში დაგეგმილი იყო ესტაკატის მშენებლობა, რომელიც ყოველდღიურად ვაგონებს მიიღებდა. აქედან მოხდებოდა ნავთობის გადაქაჩვა სუფსაში. ეს დამატებითი ადგილების შექმნის წინაპირობა იყო. მოკლედ, ძალიან საინტერესო და სასიკეთო პროექტია, რომელიც ვფიქრობ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი უნდა დარჩეს, თუ რეალურად სურთ ქვეყნის განვითარება.

cms-image-000033361.jpg

შეგახსენებთ რომ, ყველა ამ ფაქტის მიუხედავად ბაქო-სუფის ნავთობსადენის მთავარმა აქციონერმა (BP) ბრიტიშ პეტროლიუმმა უკვე მოამზადა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ნავთობსადენის იმ მონაკვეთების მარშრუტის შეცვლა იგეგმება, რომელიც თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

სოფელ ხურვალეთთან 10 ივლისს საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი რუსმა სამხედროებმა აღმართეს, რის შემდეგაც ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 10 ათასი ჰექტარი მიწა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ბაქო-სუფსის 500-მეტრიანი მონაკვეთი, ახალგორის რაიონის ოსურ სოფელ ორჭოსანთან, თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მას შემდეგ იქ მილსადენის ოპერატორის “ბრიტიშ პეტროლიუმის” მომსახურე პერსონალს აღარ უშვებენ.

ბიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამილა ჩანტლაძე ამბობს, რომ ამ შეზღუდვის მიხედავად კომპანიას მილსადენის მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვს:

“კონტროლის პროცესი არ მოიცავს მილსადენის დათვალირებას მხოლოდ ადამიანის მიერ. ჩვენ გვაქვს სპეციალური მოწყობილობები, რომელიც გადის მილსადენში და ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის მისი მდგომარეობის შესახებ. შიგნით რა ხდება, სადმე ხომ არ არის დაზიანებული, ხომ არ არის დანაკარგები. ერთი სპეციალური მოწყობილობა შედის მილსადენში, ჯერ წმენდს, შემდეგ შედის დამატებითი მოწყობილობა, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის.”

კომპანიაში ამბობენ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომის შემდეგ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა მილსადენის იმ მონეკვეთების მარშრუტის შეცვლა იგეგმება,რომელიც თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა:

“ჩვენ 1999 წლიდან დავიწყეთ მილსადენის ექსპლოტაცია და დღემდე უსაფრთხოდ მიმდინარეობს. მილსადენების დაცვა არის საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს პრეროგატივა ხელშეკრულების მიხედვით. მაგრამ ჩვენ, როგორც ოპერატორს, გვაქვს ჩვენი გეგმები. ეს არის დათვალიერება მილსადენის, მისი ექსპლოატაცია და ტექნიკური მომსახურება, რაც მის უსაფრთხებასთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად გვაქვს გეგმა, რომელიც მოიცავს მილსადაენის სექციების განახლებას. ეს იყო ძველი მილსადენი, რომელიც არსებობდა და დავიწყეთ მისი ოპერირება. გეგმა მოიცავს საბჭოთა კავშირის დროინდელი ძველი მილების შეცვლას. ამ სამუშაოებში გათვალისწინებულია ზოგიერთ მონაკვეთში მილსადენის მარშრუტის ცვლილება”.

“ბრიტიშ პეტროლიუმში” აცხადებენ, რომ შეიქმნა გარემოებები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ ნავთობსადენი უსაფრთხოდ ოპერირებდეს:

“ერთ-ერთი მათგანია მილსადენის ზოგიერთი მონაკვეთის გადატანა. მათ შორის- ახალგორის რაიონიდან. გასათვალისწინებელია მეწყრული მომენტები და ასე შემდეგ. ახალ ადგილას ჩავყრით მილს და ძველის ჩაჭრა მოხდება.”

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბიპის გეგმა ახალგორის რაიონიდან ბაქო-სუფსის მილსადენის მონაკვეთის გადმოტანა მიმდინარე მოვლენებს? კომპანიაში ასე პასუხობენ:

“ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. გვაქვს გეგმა, ამას სჭირდება შეთანხმება. ტექნიკურად უნდა იყოს გათვლილი ყველაფერი. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხილვა და ვადები ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც კი დავაზუსტებთ, ამ თემაზე ვისაუბრებთ. ჩვენ, როგორც ოპერატორი, ასეთ გეგმას თვითონ შევიმუშავებთ ხოლმე. მაგრამ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან და უნდა მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი. კონკრეტულად რომ გადაწყდება, რას მოიცავს ეს გეგმა, დეტალებზე ვისაუბრებთ. მილსადენის მშენებლობას დასჭირდა 3 წელი. სანამ არ დადასტურდება, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რა სახის ტექნიკურ სირთულესთან გვაქვს საქმე, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მარშრუტის შეცვლის ზუსტ ვადებს ვერ დავასახელებთ.”

დასავლეთის მიმართულების ბაქო – სუფსის საექსპორტო მილსადენი გასული საუკუნის 30-იან წლებში აგებული საბჭოთა ნავთობსადენის, ბაქო-სამგორი-ბათუმის ბაზაზე აშენდა. პირველი შეთანხმება აზერბაიჯანის მთავრობასა და ინვესტორებს შორის 1994 წლის სექტემბერში გაფორმდა. პროექტის მიზანი კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში, აზერი-შირაგი-გუნაშლის საბადოდან ნავთობის ექსპორტის დაწყება იყო.

მილსადენი 1999 წლის 17 აპრილს შევიდა ექსპლოატაციაში. მისი მთლიანი სიგრძე 833 კილომეტრია, აქედან 775 კილომეტრი 21-დიუმიანი დიამეტრის მილია. ნავთობსადენი სანგაჩალის ტერმინალიდან სუფსის ტერმინალამდეა გადაჭიმული, მილის 375 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ყველაზე მსხვილი აქციონერი ბრიტანული “ბრიტიშ პეტროლიუმია”. მილსადენის აქციონერები არიან აზერბაიჯანული ნავთობის საერთაშორისო კომპანია, ამერიკული “შევრონი” და “ექსონმობილი”, იაპონური “ინპექსი” და “იტოჩუ”, ნორვეგიული “სტატოილი”, თურქული “თურქიშ პეტროლიუმი” და ინდური ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენით დღეში საშუალოდ 145 000 ბარელი ნავთობის გადაქაჩვა შეიძლება. სუფსის ტერმინალში ასევე განლაგებულია 160 000 კუბური მეტრის მოცულობის ოთხი რეზერვუარი, ექვსი საქაჩი და ორი წნევის მარეგულირებელი სადგური.

ბრიტიშ პეტროლიუმი საქართველოში სამი მილსადენის ოპერირებას ახდენს. ესენია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი. 2017 წლის პირველ 3 კვარტალში საქართველოში 1.346 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით მეტია. მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის რიცხვი, რომელიც არის ყველაზე მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობის - $1.76 მილიარდი დოლარის ინვესტიცია 2014 წელს ჩაიდო. თუმცა თუ მხოლოდ წლის პირველ 3 კვარტალს შევადარებთ ამ მხრივ პირველ ადგილზე 2017 წელია, შესაბამისად 2018 წელს ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას. 

BP საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელმაც ინფრასტრუქტურის და სოციალური განვითარების პროექტებში 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დააბანდა და აპირებს საქართველოსთან მრავალწლიანი ინვესტიციების დაბანდებას, შეგახსენებთ რომö გაზი მილსადენის საქართველოს სექციაში 2006 წლის სექტემბერში გაუშვეს მილსადენის გამოცდისა და ამუშავებისათვის. 2006 წლს გარდაბნის ახლოს დასრულდა, აგრეთვე, SCP მილსადენის საქართველოს გაზმომარაგების სისტემასთან შემაერთებელი ახალი, 12 კილომეტრი სიგრძის მილსადენის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ საქართველომ პირველი გაზი 2007 წლის იანვარში მიიღო.