წარმოების და მომსახურების ფორმას განსაზღვრავს პროცესების სტრატეგია. სტრატეგიის შემუშავების ამოსავალი წერტილია მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც პროდუქციის/მომსახურების პროექტის მაქსიმალური ხარისხით შესრულებით და საწარმოო დანახარჯების განსაზღვრული დონის შენარჩუნებით მიიღწევა. პროცესის შერჩევის გადაწყვეტილების სტრატეგიული ხასიათიდან გამომდინარე, მას გრძელვადიანი ეფექტი გააჩნია წარმოების ეფექტიანობაზე, მოქნილობაზე, პროდუქციის ხარისხზე და ზოგადად კომპანიის სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე.
ჩვენი კომპანია მომართულია სწორედ იმაზე რომ აწარმოოს მომხმარებლის სურვილის შესაბამისი დანადგარები. ჩვენ მათთან ერთად ვარჩევთ კატეგორიებს ბლოკის დანადგარებისა თუ მათთვის სასურველი დანადგარისა, სიმძლავრის, ავტომატურობის და იმის მიხედვით თუ რა მასალისთვის სჭირდებათ მათ აღნიშნული დანადგარი, ასევე ეძლევა მომხმარებელს საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით შეადგინოს დანადგარი, ანუ გაზარდოს ან შეამციროს მასში მოთავსებული "საწარმოო ნაწილები".
PRS-400 ბლოკის დანადგარი (ავტომატური) პროექტი წარმოების პროცესში, მისი საბოლოო მონაცემები: გათვლილია 24 საათიანი საწარმოო სამუშაოებისთვის, აქვს ყალიბის შეცვლის საშუალება და შეცვლილი ყალიბის მეშვეობით სხვადასხვა პროდუქციის დამზადება, მაგალითად როგორიცაა: ბლოკი, იზობლოკი, ბორდიური, ქვაფენილი, გადახურვის ფილა, ბუხრის ქვა. მოცემული ბლოკის დანადგარი რომლის პროექტირებაც ახლა მიმდინარეობს აწარმოებს 8 საათიში 4,000 ცალ ბლოკს ხოლო 300 მეტრ კუბ ქვაფენილს. მოცემულ ფოტოზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ბლოკის დანადგარის საწარმოო პროცესი, ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩონჩხის სახით, მაგრამ დასრულებული სახით შემოგთავაზებთ დაახლოებით აპრილის თვეში. PRS-400 პროექტი წარმოების პროცესში, ავტომატური დანადგარი, ჩონჩხიდან გადავინაცვლეთ დანადგარის უშუალო მოცულობასა და დიზაინზე, თითქმის წარმოება დასრულებული ბლოკის დანადგარი გამზადებულია სხვა სამუშაოებისთვის როგორიცა: ძრავა, ჰიდრავლიკა, მოტორი და მრავალი სხვა.
კომპანია BEYAZLI GRUP მიღებული BESS დანადგარი და ბლოკის საწარმოების შექმნის დღიდან-დღემდე დანადგარის ტექნიკური შეხედულებასდღითი დღე ანვითარებს, დღეს-დღეობით ბლოკის ქარხანა ყველაზე მოთხოვნად დანადგარებთა რიცხვშია. ჩვენი მიზანია შეკვეთილი პროდუქტი მომხმარებელს ვადაზე ადრე მივაწოდოთ. რათა პოზიტიურად იყვნენ განწყობილი და რაც მთავარია კომპანიის მომსახურებით კმაყოფილი. ბლოკის ქარხნების ფასები შევეცადეთ რომ ყოფილიყო თქვენთვის საურველ და ხელმისაწვდომ ფასებში.
მოგახსენებთ რომ, თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს. გამომდინარე აქედან, მათ შეძენამდე ფირმამ დაწვრილებით უნდა გააანალიზოს დაბანდების საფინანსო და საქმიანი სარგებელი. ამ ინვესტიციების ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება რთული ამოცანაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი დანადგარების შეძენის მიზანი არა მარტო სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯების შემცირებაა, არამედ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, რასაც სრულად ითვალისწინებს BEYAZLI GROUP-ი გარდა ამისა, ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება განაპირობებს იმას, რომ შესყიდული დანადგარები როგორც არ ძველდება, რაც მეტად ამარტივებს კონტრაქტორისთვის დაგეგმილ სამუშაოებს.
ფოტოზე მოცემულია ვადაზე ადრე თთქმის სისრულეში მოყვანილი ბლოკის დანადგარი, რომელიც მზადაა სხვა დეტალების სისრულეში მოსაყვანად როგორიცაა: ოპერატორის პლატფორმა, ელექტრო სამართავი ყუთი და მრავალი სხვა.
ტექნოლოგიური პროცესის ავტომატიზაციისათვის ახალი დანადგარების დანერგვა უზრუნველყოფს უფრო ერთგვაროვანი პროდუქციის წარმოებას, მას შემდეგ, რაც ბევრი ფირმა გადავიდა ოპერაციების ხელით შესრულებიდან ავტომატიზებულ პროცესებზე, მათ შეძლეს ნარჩენების, წუნის და კორექტირების აუცილებლობის 5-10-ჯერ შემცირება. გარდა ამისა, დეფექტების ხვედრი წილის შემცირების და ხარისხის კონტროლის დონის ამაღლების გამო წარმოებაში შემცირდა ოპერაციების შემდგომი კონტროლის და შესაბამისად, სპეციალისტ-კონტროლიორების საჭიროება. ამგვარი უპირატესობების რაოდენობრივი შეფასება საკმაოდ ადვილია. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ უახლესი დანადგარების გამოყენება ამცირებს დანახარჯებს.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა სახის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად შემცირდა დანახარჯები ტექნიკურ მომსახურებაზე, სწორედ ამიტომ მიმდინარე რემონტზე, ენერგიაზე და ა.შ. რთული დანადგარები, განსაკუთრებით ელექტრონული, იშვიათად საჭიროებს რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას. გარდა ამისა, ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოჩენამ საწარმოო ბიზნეზში მეტი სიმარტივე გამოჩინა ვიდრე ეს წლების წინ იყო. სწორედ აღმოჩენილი ტექნოლოგიების საფუძველზეა რომ ჩვენს კომპანიაში შეძენილ დანადგარებს მოყვება ორ წლიანი გარანტია და ასევე აღსანიშნავია რომ გარანტია არ ითვალისწინებს ბუნეებრივ მოვლენებს, როგორიცაა: წყალდიდობა, მიწისძვრა ხანძარი და სხვა.
ფოტოზე მოცემულია, ბლოკის დანადგარის ავტომატური მართვის რობოტი, რომლის საშუალებითაც ნაწარმოები პროდუქტი იკრიბება და მზადდება გასაშრობად.
კომპანია, რომელიც სწრაფად დანერგავს ახალ ტექნოლოგიას, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იღებს, მაგრამ, ამასთან, ის შესაძლოა აღმოჩნდეს იმ რისკის წინაშე, რომ მის მიერ ნაყიდი დანადგარები შეუმოწმებელი და ნაკლებ ან არაეფექტიანიც გამოდგეს, ასეთი უსიამოვნო ფაქტების თავიდან ასარიდებლად ჩვენი კომპანია სამ ეტაპად ყოფს წარმოების პროცესს, რის საფუძველზეც დამკვეთს საშუალება აქვს წარმოების პროცესში ჩამოვიდეს და შეამოწმოს თუ როგორ მიმდინარეობს საწარმოო პროცესები და რაიმე უსიამოვნო დეტალის ანდა ხარვეზის შემთხვევაში გამოსწორებულ იქნას დამკვეთის მიერ აღმოჩენილი ხარვეზი .
ამით ჩვვენ ვუმარტივებთ ჩვენნს დამკვეთებს ჩვენთან ურთიერთობას. რაც მთავარია აღნიშნული დეტალები კეთდება ოფიციალური საბუთებით, ანუ დამკვეთს ვვუგზავნით ოფიციალურ მოწვევას რომ ჩამოვიდეს და ადგილზე შეამოწმოს დანადგარი.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი დანადგარის საბოლოო სახე შემდეგნაირი იქნება, სამუშაოს მრავალფეროვნების გამო აღწერილი ბლოკის დანადგარი თითქმის დასრულებულია, ფოტოების მიხედვით მხოლოდ უმნიშვნელო ელემენტები დარჩა შესასრულებელი, ვცდილობთ დროზე ადრე შევასრულოთ მოცემული სამუშაოები, არჩეული სტრატეგია ყველაზე დატვირთულია მაგრამ ყველაზე მეტად ამართლებს, რადგან სტანდარტულად მოკლე ვადაში პროექტი მზად ყოფნაში მოგვყავს.
ამ და სხვა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, პროცესზე ფოკუსირების სტრატეგიის კონტექსტში საჭიროა გეგმა-გრაფიკების, ნახაზების, ცხრილების აგებაზე ყურადღების გამახვილება, რაც, თავის მხრივ, ამარტივებს სამუშაოებს. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნული ბლოკის დანადგარი სისრულეში მოყვანისთანავე ჩვენს მიერ იქნება დამონტაჟებული, აუცილებლად სერთიფიცირებული ოპერატორის მეშვეობით.
„BEYAZLI GROUP-მა“. შექმნა სამი მარკა, ბესს-ი, ვესს-ი და პრესმაკ-ი ბლოკის დანადგარები და ფორმების წარმოება და გაყიდვა დაიწყო 2007 წელს. კომპანია სწრაფად გაფართოვდა კვალიფიციური კადრების ხელშეწყობით, რომელიც მრავლად გვყავს ჩვენს საწარმოში. BESS -ის მიერ წარმოებული ბეტონის დანადგარები და ბლოკის დანადგარები იყიდება არა მარტო თურქეთში, არამედ ხდება მათი ექსპორტი საზღვარგარეთაც. ამგვარად დიდი წვლილი შეგვაქვს თურქეთის ეკონომიკის განვითარებაში, რაც პარალელურად ჩვენს ქვეყანასთან სხვა ქვეყნების განვითარებას გულისხმობს.
←საკონტაქტო ინფორმაცია, გაყიდვების მენეჯერი ქართულ ენოვანი, რომელიც უპასუხებს თქვენს მიერ დასმულ კითხვებს!