არჩევნები თურქეთში 24 ივნისი 2018 წელი
როგორც მოგეხსენებათ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 18 აპრილს გააკეთა განცხადება რომ, ჩატარდებოდა საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნები, ასევე ცნონილია რომ თურქეთში საპრეზიდენტო ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში ჩატარება იყო დაგეგმილი მაგრამ თურქეთის მოქმედმა პრზიდენტმა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შენდეგ მიიღო რაც, ნაციონალისტური პარტიის ლიდერს ბატონ: დევლეთ ბაჰჩელს შეხვდა.
ნაციონალისტური პარტიის ლიდერი, დევლეთ ბაჰჩელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდან, ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეით რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა.
ზემოთ აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, თურქეთის მოქმედი პრეზინტენტის განცხადების თანახმად, ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.
✅გადსწოდეს ამის საფუძველზე, ცნობილი გახდა რომ, თურქეთში ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის 52% მა არჩევანი კვლავ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანზე გააკეთა, შეგახსენებთ რომ 2017 წელს გამართულ რეფერენდუმზე მოქმედი პრეზიდენტის ძალის განმტკიცებას დაუჭირეს მხარი, რაც ავტომატურად იმას ნიშნავდა რომ რეჯეფ თაიფ ერდოაღანის არჩევით, დემოკრატიული მმართველობა კიდევ მეტად დაუძლურდებოდა.
ამ არჩევნებზე, ისევე როგორც პოლიტიკური შიდა სამზარეულოს ყოფაში, ერდოღანის ყველაზე რეალური და მთავარი მეტოქე მუჰარემ ინჯე იყო, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მუჰარემ ინჯეს შორის არ იყო ტოლერანტული დამოკიდებულება, რაც ბრძოლას გამარჯვებისთვის უფრო მეტად დაძაბულ სახეს სძენდა.
მიუხედავად მუჰარემ ინჯეს მრავალ გზის დაპირებისა, მან მაინც ვერ გაიმარჯვა და თურქეთის მართველობაში კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეინარჩუნა ხალხის ნდობა.
ჩემი აზრით აღნიშნული გამარჯვება არ იყო მოსახლეობისთვის მოულოდნელი, რადგან რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკონკურენტო პრეზიდენტია, სწორედ ამიტომაცაა რომ დაიმსახურა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და კვლავ დარჩა თურქეთის სათავეში.
შეგახსენებთ რომ, დაახლოებით 56 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული 180 000 საარჩევნო უბანზე, თურქეთის მასშტაბით. ხოლო ხმის მიცემა თურქეთის დროით დილის 8:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდა, გამარჯვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი ადგილობრივი დროით 01:00 საათამდე მიმდინარეობდა მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერების მიერ სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოქმედ პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისალოც წერილში საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტს მისდამი პატივისცემასა და თურქეთის პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს საუბრობს.
გიორგი მარგველაშვილის წერილი, რეჯეფ თაიფ ერდოღანს:
„ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვება.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რათა უზრუნველყონ სამომავლო კეთილდღეობა და წარმატება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის მომსწრენი გავხდით. მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკა წარმატებული განვითარებისათვის ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.
საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენი ერები ყოველთვის ერთად იდგნენ ახალი მიღწევების და კეთილდღეობის სადარაჯოზე.
ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ არაერთ წარმატებას, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელსაც მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის წამოიწყებთ“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მოსახლეობას მადლობა გადაუხდა გვერდში დგომისათვის და რაღათქმაუნა მრავალი დაპირებები გააჯღერა, აქედან ერთერთი კი იყო, ტერორიზმთან დაკავშირებით, მან გააცხადა რომ გაანთავისუფლებდა სირიის ტერიტორიებს ტერორისტთა დაბყრობებისგან, რათა შეძლონ იქაურმა მცხოვრებლებმა სამშობლოში დაბრუნება, რაც უფრო მეტად გააძლიერებს თურქეთის ამგვარი პოლიტიკა ძალებს, ასევე იქნება ცნობილი თურქეთის ძალები საერთაშორისო არენაზე.
ფაქტია რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობა რეჯეფ თაიფ ერდოღანის ამ პოლიტიკას უჭერს მხარს, ასევე ფაქტი გახდა რომ მოქმედი პრეზიდენტი თურქეთის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ აირჩია, რაც ავტომატურად მაუწყებელია იმისა, რომ 2029 წლამდე, თურქეთის სათავეში, ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება.