სიახლეები

TANAP ევროპას პირველ გაზს 2019 წლის ივნისში მიაწვდის

ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP), რომელიც ექსპლუატაციაში 12 ივნისს შევიდა, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდება 2019 წლის ივნისში დაიწყება.

სააგენტო „რეპორტის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.


„ენერგეტიკა არის თანამშრომლობის სფერო, და არა დაპირისპირების. TANAP – ამის თვალსაჩინო დასტურია. ჩვენი მოლოდინით, პირველ ეტაპზე გაზსადენის გამატარუნარიანობა წელიწადში 16 მილირად კუბურ მეტრს შეადგენს, საიდანაც 10 ევროპაში წავა. საბერძნეთის საზღვართან პირველი გაზის მიწოდება ამ მილსადენით უკვე 2019 წლის ივნისისთვის იგეგმება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

თურქეთის ქალაქ ესქიშექირში დღეს საქართველოსა და რეგიონული ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი ტრანს-ანატოლიური მილსადენი (TANAP-ი) გაიხსნება. მილსადენის გახსნას რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ილჰამ ალიევი და პეტრო პოროშენკო დაესწრებიან. თუმცა, საქართველოს მხრიდან მის გახსნას უმაღლესი თანამდებობის პირები არ დაესწრებიან.

თურქული მხარის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალზე მიწვეული გიორგი მარგველაშვილი იყო, ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ საბოლოოდ ვიზიტი აღარ შედგა.

ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს რომ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში არ იგეგმება. ეკონომიკის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ თურქეთში გამგზავრებას არც პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გეგმავს.

"სამხრეთის გაზის დერეფანით" საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. მილსადენის თურქულ ნაწილს TANAP-ი ეწოდება. მისი მშენებლობა $8.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. შემდგომში ის ტრანსადრიატიკულო (ТАР) გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის. მილსადენის 58% აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, 30% თურქეთის მთავრობას, 12% კი BP-ს.

სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში საქართველოში $2 მილიარდიანი ინვესტიცია ჩაიდო.

პროგნოზის თანახმად, „შაჰ-დენიზის“ საბადოს II ფაზის ათვისების შემდეგ 2019-2020 წლიდან, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის ჯამური მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება - წლიურად 1.2 მილიარდი მეტრ კუბით, ხოლო პერსპექტივაში - წლიურად 1.6 მილიარდ მეტრ კუბამდე. შედეგად, არსებული მოწოდების ხელშეკრულების გათვალისწინებით, „სოციალური“ სექტორის მთლიანი მოთხოვნა 2026 წლის ჩათვლით დაკმაყოფილებული იქნება.

 

TANAP სათავეს აიღებს საქართველო-თურქეთის საზღვრთან, ახალციხის მახლობლად და თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე, ქალაქ ედირნეს სამხრეთამდე (თურქეთ-საბერძნეთის საზღვარი) მივა. გეგმის მიხედვით, აღნიშნული მილსადენის დასრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე, 2018 წელს მისი სიმძლავრე 16 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა შეადგენდეს, ხოლო 2026 წლიდან მოყოლებული, როდესაც ექსპლუატაციაში დამატებითი კომპრესორული სადგურიც შევა, გამტარობა 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. 6 მილიარდი კუბური მეტრი წინსწრებითაა გათვალისწინებული დინამიკურად განვითარებადი თურქული ბაზრისთვის, რომელსაც ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება როგორც რუსეთიდან, „ლურჯი ნაკადის“ მილსადენით, ისე ირანიდან „ტებრისი-ანკარას“ მილსადენით. დანარჩენი ათი მილიარდი (2026 წლიდან კი 25 მილიარდი) კუბური მეტრი ევროპის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

შეგახსენებთ გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტის ღირებულება $40 მლრდ-ს აღწევს, საიდანაც $9,3 მლრდ ტრანსანატოლიის მილსადენს (TANAP), $6 მლრდ – ტრანსადრიატიკის გაზსადენს (TAP), $23,8 მლრდ „შაჰდენიზის“ საბადოს დამუშავების მეორე ეტაპსა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოებას მოხმარდა.

გაზის სამხრეთის დერეფანი საზეიმოდ გაიხსნა ile ilgili görsel sonucu

TANAP სიგრძე 1850 კილომეტრს შეადგენს და საქართველო–თურქეთის საზღვრიდან თურქეთ–საბერძნეთის საზღვრამდეა გაყვანილი, სადაც ის ტრანსადრიატიკულ (TAP) გაზსადენს შეუერთდება და აზერბაიჯანული გაზი იტალიამდე მიაღწევს.

„ენერგეტიკა არის თანამშრომლობის სფერო, და არა დაპირისპირების. TANAP – ამის თვალსაჩინო დასტურია. ჩვენი მოლოდინით, პირველ ეტაპზე გაზსადენის გამატარუნარიანობა წელიწადში 16 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს, საიდანაც 10 ევროპაში წავა. საბერძნეთის საზღვართან პირველი გაზის მიწოდება ამ მილსადენით უკვე 2019 წლის ივნისისთვის იგეგმება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

0
0
0
s2sdefault
powered by social2s
ჩვენ დაგვიკავშირდით

logoalt

BEYAZLI GRUP დაწესებულება BESS - მა ფილის და ბლოკის დანადგარი, ბეტონის ქარხანა და ყალიბების გაყიდვა 2007 წლიდან დაიწყო. შემადგენლობაში დამატე ბული გამოცდილი და პროფესიონალი კარდიების მეშვეობით, სწრაფი ზრდა მიზნად დაუსახა და სექტორის ლიდერია…

ჩვენ დაგვიკავშირდით

maps Yanlıca Mahallesi Akoluk Belediye Karşısı ტრაბიზონი / თურქეთი
 
telefon +90 462 321 07 78
+90 549 325 66 64
 
mail info@bessmakina.com
 
mail ორშაბათი - შაბათი