თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესი დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე დაწყებულია აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზეც ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმავს მოსამზადებს.

"ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი.

უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა და მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ერთიანი ხედვა - განვითარების ჩარჩო გეგმა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება ამ არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს, ასევე, მათ, ვინც იქ უნდა იცხოვროს მომავალში, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ გარკვეული ინვესტიციები განახორციელონ ამ ტერიტორიაზე, რადგან ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება ჩარჩო გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალი ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ფოტო ლისის ტბაზე ile ilgili görsel sonucu

მისივე თქმით, უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებში, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობაში და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად. "დოკუმენტებში დიდი ხარვეზები გამოვლინდა და ამ კონკრეტულ ადგილებში მშენებლობა ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ზოგადად, მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტერიტორიების განაშენიანების ნებართვის მოთხოვნის კუთხით 600-მდე განაცხადს არ მივეცით თანხმობა, რადგან წარმოდგენილი მოთხოვნები, რიგ შემთხვევაში ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, არღვევდა ქალაქის განვითარების არსებულ პარამეტრებს ". დედაქალაქის მერის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მიმდინარე ქაოტური განაშენიანება.

"საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, ასევე, დაცული იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები. ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი დამოკიდებულება, სწორი მიდგომა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით - ხელს შევუწყობთ, რადგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია, ამ სექტორში ბევრი ადამიანია დასაქმებული, თუმცა ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს სწორად ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ნარმანიამ ლისის ტბაზე მშენებლობა დაიწყო ile ilgili görsel sonucu

 
შეგახსენებთ რომ, მრავალფუნქციური სამშენებლო კომპლექტი ძალაში შევიდა დაახლოებით 2012 წელს, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბატონი ნარმანია გახლდათ საქართველოს დედაქალაქის მერი, მოცემული საერთო საცხოვრებელი სტუდენტებზე იქნებოდა გათვლილი, კერძოდოდ კი ოკუპირებული ტერიტირიებიდან  "იგპ" წარმომადგენელთათვის, იქნებოდა გათვლილი, მაგრამ აღნიშმული პროექტების გაფართოებამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიქვია და სწორედ ამიტომ თბილისის მოქედმა მერმა კახა კალაძემ მშენებლობა შეაჩერა, რადგან მოსახლეობის თქმით საფრთხეს უქმნიდა ამხელა მასშტაბის მშენებლობა იქაურ დასახლებასლებას.