გარდაბანში შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება. პროექტის განხორციელების მიზნით, გარდაბანში სიმბოლურად კაფსულა ჩაიდება და ფილა გაკეთდება. 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.
- Koordinatör
- Haberler
- გადასვლები: 3652
გარდაბნის თბოსადგური ''ჩალიკ ენერჯი"
როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს 230 მეგავატის სიმძლავრის თბოსადგურს ჩინური კომპანია „China Tianchen Engineering Corporation (TCC)“ ააშენებს. მასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გაფორმდა.
”გარდაბნის თბოსადგური 2” ბუნებრივ გაზზე იმუშავებს, ექნება ორი ტურბინა და ორივე ტურბინის გენერატორი. აგრეთვე, თბოაღმდგენი ორთქლის გენერატორი, ორთქლის ტურბინები, გამაგრილებელი სისტემები. უკვე არსებული ”გარდაბანი 1”-ის წყლის სისტემა მოდიფიცირებული და სინქრონიზებული იქნება ”გარდაბანი 2”-თან.
China Tianchen Engineering Corporation (TCC) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.
ღონისძიებას ხვალ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი დაესწრებიან.
გარდაბანში პირევლი თბოელექტროსადგური გასული წლის ივლისში გაიხსნა. მის მშენებლობაზე 231 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა. ”გარდაბანი 1” თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-მ ააშენა. მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსეს. თბოსადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ რომ: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, სადაც „ჩალიკ ენერჯის“ დამფუძნებელს და ხელმძღვანელს აჰმედ ჩალიკს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქარის ელექტროსადგურების პროექტებზე, რომლებსაც „ჩალიკ ენერჯი“ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით ავითარებს. შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ „საქართველოს ენერეგტიკის განვითრების ფონდი“ უმსხვილეს თურქულ ენერგეტიკულ ჰოლდინგთან „ჩალიკ ენერჯისთან“ ერთად საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში, 75 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს - 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“-ია, რომელშიც პარტნიორები 85%- იანი წილით “CALIK ENERJI SANAYI TICARET A.S“, ხოლო 15%-იანი წილით - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ არიან.
ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობისათვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. "ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და თანამშრომლობით განხორციელდება ეს პროექტი" - მიმართა ღარიბაშვილმა ინვესტორებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, "დღევანდელი ღონისძიება არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ენერგეტიკა განაგრძობს განვითარებას და სექტორის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის".
თბოელექტროსადგურს უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ აშენებს.
გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე შეთანხმება ÇALIK ENERJİ-სთან 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში შედგა. თურქულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს საპარტნიორო ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელი ნიკა გილაური და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მართავდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა მათი მმართველობის დროს მიღწეული წარმატება მიიწერა. „ამ სადგურის მშენებლობა (ისევე როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის) შეაჩერა ამ მთავრობამ. ხეთაგურის ხელშეკრულების პირობები უკეთესი იყო, ვიდრე კალაძის (პროექტის ღირებულება 199 მილიონი, ნაცვლად 213 მილიონისა; პირველი ხელშეკრულებით ჩელიქი მხოლოდ აშენებდა, მეორე ხელშეკრულებით მოწილე გახდა). ანუ, დავკარგეთ 1.5 წელი, დაახლოებით 15 მილიონი და მომავალი მოგების წილი“, - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.
გარდაბნის თბოელექტროსადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კვტ/სთ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მილიონი აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით: „ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად“.
კომპანია ÇALIK Holding-ის ხელმძღვანელმა აჰმედ ჩალიკმა კი აღნიშნა, რომ „გარდაბნის თბოელექტროსადგური მოემსახურება საქართველოს განვითარებას და განამტკიცებს მის ენერგოდამოუკიდებლობას“.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, გენერაციის ახალი წყაროების შექმნის თვალსაზრისით, ეს პროექტი მნიშვნელოვანი წინსვლაა: „თბილისიდან 40 კმ მანძილზე განთავსებული თბოელექტროსადგური 3 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. იგი იმუშავებს ბუნებრივ აირზე და აღიჭურვება კომბინირებული ციკლის უახლესი ტექნოლოგიებით. გარდაბნის თბოელექტროსადგური იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს“, -აღნიშნა კოვზანაძემ.
თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობისათვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. "ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და თანამშრომლობით განხორციელდება ეს პროექტი" - მიმართა ღარიბაშვილმა ინვესტორებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, "დღევანდელი ღონისძიება არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ენერგეტიკა განაგრძობს განვითარებას და სექტორის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის". თბოელექტროსადგურს უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ აშენებდა. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე შეთანხმება ÇALIK ENERJİ-სთან 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში შედგა. თურქულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს საპარტნიორო ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელი ნიკა გილაური და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მართავდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა მათი მმართველობის დროს მიღწეული წარმატება მიიწერა. „ამ სადგურის მშენებლობა (ისევე როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის) შეაჩერა ამ მთავრობამ. ხეთაგურის ხელშეკრულების პირობები უკეთესი იყო, ვიდრე კალაძის (პროექტის ღირებულება 199 მილიონი, ნაცვლად 213 მილიონისა; პირველი ხელშეკრულებით ჩელიქი მხოლოდ აშენებდა, მეორე ხელშეკრულებით მოწილე გახდა). ანუ, დავკარგეთ 1.5 წელი, დაახლოებით 15 მილიონი და მომავალი მოგების წილი“, - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ. გარდაბნის თბოელექტროსადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კვტ/სთ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მილიონი აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით: „ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად“.
კომპანია ÇALIK Holding-ის ხელმძღვანელმა აჰმედ ჩალიკმა კი აღნიშნა, რომ „გარდაბნის თბოელექტროსადგური მოემსახურება საქართველოს განვითარებას და განამტკიცებს მის ენერგოდამოუკიდებლობას“.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, გენერაციის ახალი წყაროების შექმნის თვალსაზრისით, ეს პროექტი მნიშვნელოვანი წინსვლაა: „თბილისიდან 40 კმ მანძილზე განთავსებული თბოელექტროსადგური 3 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. იგი იმუშავებს ბუნებრივ აირზე და აღიჭურვება კომბინირებული ციკლის უახლესი ტექნოლოგიებით. გარდაბნის თბოელექტროსადგური იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს“, -აღნიშნა კოვზანაძემ.
თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
შეგახსენებთ რომ თბოელექტრო სადგურის პირველი პროექტს 2012 წლის აგვისტოს ჩაეყარა საფუძველი და 2015 წელს უკვე პროექტი დასრულებულ იქნა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი მეორე პროექტს ჩაეყარა საფუძველი რომელის 2020 წელს სისრულეში მოყვანა იგეგმება, ამით სქართველოს ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს.