საქართველოში ეკონომიკუური წინსვლა დღითიდღე გრძელდება, მასზედ რომ, ქვეყანაში ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. -დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ამ ულამაზეს ისტორიულ შენობას,” –ასე მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰილტონის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს. 

მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ხელი მოაწერა მემორანდუმს საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში არსებულ მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ახალი სასტუმრო არა მხოლოდ დედაქალაქის ვიზიტორებს უმასპინძლებს, არამედ ის იქნება სარგებლის მომტანი მთლიანად ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისათვის.

27583656_2046514828706983_245799162_n.jpg

ეკონომიკა, ის დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მისცემს მათ საშუალებას, რომ გაიუმჯობესონ ეკონომიკური ყოფა და მათაც შეძლონ ამ სასტუმროში დასვენება. გვერდითი ეფექტები კი იქნება ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი, მათ შორის – ამ სასტუმროში ჩამოსული ათასობით ტურისტი, რაც თავისთავად გააჩენს მოთხოვნას, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და შესაბამისად, სოფელში დასაქმდებიან ადამიანები.

ასევე, გაიზრდება მოთხოვნა ტრანსპორტზე და ტრანსპორტის სფეროში დასაქმდებიან ახალი ადამიანები, აგრეთვე, იქნება სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნა სავაჭრო სფეროში და რა თქმა უნდა, ეს იქნება უამრავ პატარა მაღაზიასა თუ სავაჭრო მოლში გაყიდული ახალი პროდუქცია და ახალი შემოსულობა ქვეყანაში, რაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე და შემდეგ უკვე მუდმივად სასტუმროში. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სასტუმროს მშენებლობა, ამ სასტუმროს მშენებლობას უამრავი სარგებელი მოაქვს.

IGD_8555-1517395766-1024x682.jpg

„მინდა, ,,გრანატ-ინვესტმენტს” დიდი მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის. დიმიტრი აბდუშელიშვილს, მერაბ ჩიხრაძეს და თქვენს გუნდს. ასევე, თქვენს კონტრაქტორ კომპანიებს. მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ეს არის ბაკურიანში სასტუმროების მშენებლობა, ასევე, ერთ-ერთი პირველი იყო დიმიტრი, რომელიც ხანძრის შემდეგ გამოგვეხმაურა და გამოთქვა მზაობა ტყის აღდგენაში მონაწილეობის მიღებისა. ანაკლიის პორტში, აგრეთვე, მისი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. სწორედ, ასეთ ადამიანებზე, ასეთ ინვესტორებზე დგას ეკონომიკა.

 

მსგავსი ტიპის სასტუმროები კი სარგებლის მომტანია, არა მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში იქ მცხოვრები ტურისტებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და რა თქმა უნდა, თბილისის გალამაზება ყველას გვახარებს. დიდი მადლობა, გილოცავთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც ასეთ ლამაზ ობიექტს შემატებს ჩვენს დედაქალაქს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას. ორ წელიწადში, როგორც შეგვპირდნენ, მშენებლობა დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა და შეემატება თბილისს. გმადლობთ,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

13100895_571587529668939_3343363037747526552_n_1.jpg

თბილისში, კოსტავას ქუჩის N 41-ში, ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. საინვესტიციო კომპანია ,,გრანატ-ინვესტმენტი”  პროექტში 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს. „ჰილტონ თბილისის” მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია იქნება BBC, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს, რაც მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლესი სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება. ფოტოზე მოცემულია სასტუმროს მშენებლობის პროექტი, მოგახსენებთ რომ სასტუმრო ''ჰილტონი'' ასევე გაიხსნა ბათუმში ჯერ კიდევ 2015 წელს, ხოლო საქართველოში დიდი პაუზის შემდეგ მნიშვნელოვან პროექტს  ამჯერად თბილისის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი, კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა იანვარში. 

 ამ ეტაპზე, პროექტის თანახმად, 150 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, საერთო ჯამში კი, 500-მდე ადამიანი დასაქმდება. 2018 წელს საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დადებითი გავლენა მოახდინა 28%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე კომპანიების გაზრდილმა ბრუნვამ. სექტემბერში ბიზნესის ბრუნვამ 5.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.7%-ით მეტია. 

10eeer.jpg

საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ ასევე განაცხადა განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ვერა მერსედეს მარტინმა:

საქართველოს ეკონომიკა იზრდება იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე ნავარაუდევი იყო, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ფისკალური მდგომარეობაც იმაზე ძლიერია, ვიდრე სავალუტო ფონდი აპრილში ვარაუდობდა. 2017 წლის ეკონომიკური ზრდა 3,5%-დან გაიზრდება და ასევე გაიზრდება 2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მიმდინარე ანგარიშის ბალანსიც ასევე შემცირებისკენ არის წასული და ეს გამოწვეულია იმ ძლიერი დინამიკით, რომელიც არის ფინანსურ გზავნილებზე, ტურიზმზე, ექსპორტზე დამოკიდებული. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში გაიზრდება და ამას ხელს შეუწყობს ინვესტიციები და შიდა კონკურენტუნარიანობის გაზრდა“, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.