კომპანია BEYAZLI GROUP-მა ჯერ კიდევ თებერვლის 12 რიცხვში საგარეო საქმეთა მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო, შეხვედრები მიმდინარეობს აფრიკაში, 21 თებერვალს ბამაკოში პირველი მოლაპარაკება შედგა, პროექტზე "ბლოკისა და ქვაფენილის" დანადგარი. შემდეგი შეხვედრები კი გრძელდებოდა სხვადასხვა კომპანიებთან, ყველა შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა კოპანიისა და კომპანიონებისთვის.
დღეს კი უშუალოდ 1-მარტს განხორციელებული სიახლის შესახებ მინდა მოგახსენოთ: გუშინ კომპანია BEYAZLI GROUP-მა აფრიკელ კონტრაქტორებთან კიდევ ერთი მოლაპარაკება განხორციელდა, კერძოდ ოსმან კეიტაიასთან ერთად, დიდ იმედს ვიტოვებთ რომ ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება გატარებული რეფორმები, როგორც აღვნიშნეთ შეხვედრები 12-თებერვლიდან დავიწყეთ დასადრულს კი 5-მარტისთვის ვგეგმავთ. ამ დროის მანძილზე ხუთი შეხვედრა ვაწარმოეთ კონტრაქტორ ქვეყანასთან.
კომპანია BEYAZLI GROUP-ი მზად არის მრავალი სხვა პროექტების სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებისა, რაც ხელს შეუწყობს ორივე მხარის ეკონომიკურ ზრდასა და წარმატებას, აქვე მინდა აღვნიშნოთ ჩვენი მადლლიერება აფრიკელი მასპინძლების მიმართ, ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ველოდით, მოლოდინს გადაჭარბდა მათი მეგობრული და თბილი დახვედრა, ჩვენ მზად ვართ მრავალი სხვა პროექტების განსახორციელებლად რათა დაუსრულებელი იყოს ჩვენი და აფრიკელი მეგობრების ურთიერთობა.
ხშირად როდესაც სიტყვა „ეკონომიკას“ ხმარობენ, ადამიანებს მაშინვე რიცხვები, ფორმულები და ცხრილები წარმოუდგებათ გონებაში. სინამდვილეში, ეკონომიკა ბევრად მარტივი ცნებაა. სიტყვა “ეკონომიკა” ძველი ბერძნული ენიდანაა, რაც საოჯახო მეურნეობის მართვას ნიშნავს. დღეს ის შედარებით ფართო დატვირთვით გამოიყენება და ასახავს ყველაფერს რაც შეეხება ორი ან მეტ სუბიექტს შორის საქმიან ურთიერთობას, გაცვლას, სპეციალიზაციას და სხვა აქტივობებს. სწორედ სიტყვა ეკონომიკა მნიშვნელოვნად ფუნქციონირებს დღევანდელ ყოფაში, ეკონომიური მდგომარეობა მრავალ სხვა ფაქტორებს განსაზღვრავს, ჩვენი საზოგადოება კი ეკონომიური ცვალებადობის გამო მრავალ გზას ირჩევს, აქედან ერთერთი კი ბიზნესია.
-ბიზნესი ეს არის საქმიანი ორგანიზაცია,რომლიც აწარმოებს პროდუქტს საქონლის ან მომსახურეობის სახით და მისი მთავარი მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა.ბიზნესის გარემოს ახასიათებს მუდმივი ცვლილებები ტექნოლოგიაში,კულტურული მრავალფეროვნება და ძირითადად ადამიანთა მოთხოვნილებებიდან და სურვილებიდან გამომდინარეობს(ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს და საქართველოშიც გარკვეული ბიზნესის კრახს სწორედ მათი გაუთვალისწინებლობა განაპირობებს,რასაც მარკეტინგი გულისხმობს).რადგან მოთხოვნასა და მოთხოვნილებას შევეხე მოდით ესეც განვიხილოთ.
ამგვარად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მარკეტინგი ბევრად მეტია, ვიდრე პრომოუშენი და გაყიდვა. ის არის მთელი ბიზნესის განხილვა მარკეტებთან მიმართებაში. მარკეტინგული იარაღების მთელი სპექტრის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია, წარმატებას მივაღწიოთ კონკურენტებს შორის ეფექტიანი მანევრირების გზით და ჩვენ მიერ არჩეული მომხმარებლის ეფექტიანი მომსახურების გზით.
იმისთვის, რომ ჩვენი საწარმოები (ბიზნესები) წარმატებული იყოს, გვჭირდება მარკეტინგის ყველა ასპექტის გამოყენება: სტრატეგიული მარკეტინგი, კონკურენტის კვლევა, საბაზრო პოზიციონირება, ბაზრის კვლევა და ბოლოს, მარკეტინგული მესიჯების მიწოდება.
მოდით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველაფერი, რის შემოთავაზებაც მარკეტინგს შეუძლია ჩვენთვის, რათა ჩვენი შემოქმედებითი საწარმო კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ. ბიზნეს რეფორმა სწორედ ამას ისახავს მიზნად, ხარისხიანი ბიზნესს ხარისხიანი მარკეტინგი სჭირდება, სწორედ ჩვენი ხარისხიანი მარკეტინგის წყალობით რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ვაწარმოებთ, 2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით დიდი ზრდა-წარმატება მოუტანა BEYAZLI GROUP-ს
BESS -ის საწარმო პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს და აწარმოებს თანამედროვე ბლოკების მოსაპირკეთებელ დანადგარებსა და ფორმებს. ჩვენმა საწარმომ მოკლე ხანში ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ვაწარმოებთ განსხვავებულ მანქანა-დანადგარებსა და ფორმებს.
საკონტაქტო ინფორმაცია